23 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
გამიხარდებოდა, "მითითებების მისაღებად" რომ იყოს წასული, მაგრამ ეს ასე არ არის - ნიკა გვარამია ზურაბ ჯაფარიძის აშშ-ში ვიზიტზე

რისთვის წავიდა ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ეს სიურპრიზია და საზოგადოება მალე გაიგებს.

"ზუსტად ვიცი, სადაც წავიდა ზურა, უბრალოდ, გარკვეულწილად, სიურპრიზია და ნახავთ ყველანი ეთერით. რაც შეეხება ამერიკაში წასვლას, როგორც თქვენ თქვით, "მითითებების მისაღებად", ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი გარანტი უსაფრთხოების, კეთილდღეობის და ყველაფრის, რაც ქართველ ხალხს გაგვიხარდება. ამისთვისაც რომ იყოს წასული, მე გამიხარდებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის," -

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. აეროპორტში ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ვიზიტის დეტალები არ დააკონკრეტა.

დღის ამბები