32 წლის ენდი ნორტონი, რომელსაც ბენ ჰავოკსაც უწოდებენ, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც თავის დაუჯერებელ ისტორიას ჰყვება.
როგორც ენდი ამბობს, 90-იან წლებში, როგორც ყველა ბავშვს, მასაც უყვარდა ლეგოებით თამაში. ერთხელაც, იდეა მოუვიდა, ლეგოს თავი ცხვირში შეეტენა. მალავე მიხვდა, რომ ეს არც ისე კარგი აზრი იყო, რადგან არ იცოდა როგორ ამოეღო სათამაშო ცხვირიდან. პანიკაში ჩავარდა, მის ყვირილზე კი ოთახში დედა შევიდა. ენდის ლეგოს თავი ცხვირიდან პინცეტის დახმარებით ამოუღო.
შემთხვევის შემდეგ, წლების განმავლობაში, სუნთქვის პრობლემები ჰქონდა. პრობლემის მოსაგვარებლად ექიმმა ურჩია ცხვირი წყლის ჭავლის საშუალებით გაესუფთავებინა, რის შემდეგაც, მან ცხვირში ლეგოს პატარა ნაწილი იპოვა.
ცხვირიდან ლეგოს ამოღების შემდეგ, ენდი ნორტონი ახლა უკეთ სუნთქავს.