23 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
პარალიმპიადის 9 მედალი და საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი - სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა

პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე დღეს ყველაზე ხშირად სპორტსმენების მისამართით ნათქვამი მადლობა ისმოდა. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატებები პრემიერ-მინისტრმა ჩემპიონებსა და პრიზიორებს კიდევე ერთხელ მიულოცა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარალიმპიურ ჩემპიონს სახელმწიფოსგან მილიონი, ვერცხლის მედალოსნებს 500 000, ბრინჯაოს მედალოსნებს კი 250 000 ლარი გადაეცემათ.

პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება ორდენებზე წარდგენის შესახებაც უკვე მიღებულია. ქართველი პარასპორტსმენების ისტორიულ შედეგებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

ქართველი პარალიმპიელების შედეგები რომ სიამაყესთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა, ისაუბრა პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ. ისტორიულ შედეგებსა და სპორტის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი დედაქალაქის მერმა.

საქართველო პარალიმპიადაზე სპორტის 6 სახეობაში - 14 სპორტსმენით წარსდგა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპორტსმენები ამბობენ, რომ წინ ბევრი შრომა ელოდებათ, რომ საქართველოს ღირსება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ ბევრჯერ დაიცვან.

დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ, ჩემპიონმა პარალიმპიადის კომიტეტის სახელით პრემიერ-მინისტრს, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ქართველმა პარალიმპიელებმა პარიზში 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

დღის ამბები