თბილისის საკრებულოში წარმატებულ ემიგრანტებთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში "დიასპორის სახლის" ორგანიზებით გაიმართა. ემიგრანტებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში მოეწყო გამოფენაც.