უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ექვსწლიანი პროცესი სრულდება. ბოლო ვაკანტურ სკამს იუსტიციის საბჭოს მდივანი, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი დაიკავებს. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დღეს დაუჭირა.
ბოლო ეტაპი საპარლამენტო სესიაზე კენჭისყრაა, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება.
ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დეპუტატებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, შემდეგ კი პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსმენას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაესწრო.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურა ორ სექტემბერს წარუდგინა.