23 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
ჩემი მიზანია, IT სფეროში ჩართულობა გავაძლიერო - ვახტანგ თურნავა

მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიაში არიან ახალი სახეები, მათ შორის კი, "ქართული ოცნების" სიის მერვე ნომერი ვახტანგ თურნავაა.

როგორც ვახტანგ თურნავამ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მისი მიზანი, ქვეყანაში IT ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტად განვითარებაა.

"IT სფეროში ვმოღვაწეობდი, დაახლოებით, 15 წელი. ჩემი მიზანია, რომ ამ სფეროში ჩართულობა გავაძლიერო. IT არის მომავლის სფერო, დაახლოებით, 3-4 მილიარდი უკვე შემოვიდა საქართველოში. გვინდა, რომ ეს სფერო უფრო პოპულარული გავხადოთ. ვფიქრობ, ერთადერთი პარტია, რომელიც შეძლებს ევროინტეგრაციას, "ქართული ოცნებაა", - განაცხადა ვახტანგ თურნავამ.

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში, პირველ ნომრად, ბიძინა ივანიშვილია. სიის ოცეულში არიან სპორტსმენებიც - მე-7 ნომრად ლაშა ტალახაძე; მე-10 ნომრად კი გენო პეტრიაშვილი.

არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

 

დღის ამბები