23 ნოემბერი 2024,   17:10
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა - ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში ოცდამეორედ აღინიშნა

"თქვენი შრომა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის, ასევე უსაფრთხოების სისტემის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის", - ამ სიტყვებით მიულოცა პრემიერ-მინისტრმა პროფესიული დღესასწაული ენერგეტიკოსებს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის, ამბიციური მიზანია ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას გადააჭარბოს.

ენერგეტიკის განვითარება რომ მნიშვნელოვანწილად ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა - ამ საკითხზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის სფეროში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობა შეაფასა და, ამ კონტექსტში, ახსენა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ვიცე-პრემიერის შეფასებით, მსგავსი პროექტების განხორციელება გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას.

დღეს, თელეთის ქვესადგურის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაზე 46 დამსახურებული ენერგეტიკოსი დააჯილდოვეს. მათ შორის არიან ვარციხეჰესის თანამშრომლები, რომლებიც, ენერგოსისტემის განვითარებისთვის, ათობით წლებია, მუშაობენ.

ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში ოცდამეორედ აღინიშნა.

 

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები