23 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
წალენჯიხას დღეიდან ასაწყობი აუზი აქვს - რას ამბობენ ადგილობრივები მამუკა ხაზარაძის საჩუქარზე და რა შეფასებები ისმის პოლიტიკურ სპექტრში

"ლელომ" წალენჯიხელ ბავშვებს 3 წლის წინ დაპირებული აუზი წინასაარჩევნოდ, შემოდგომის დასაწყისში დაუდგა. ვიდეო სოციალურ ქსელში თავად მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. მოსახლეობა ხაზარაძის საჩუქარს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს და ამბობს, რომ, ადგილობრივი ოპოზიციური ხელისუფლების პირობებში, რეგიონში არაფერი კეთდება.

უკმაყოფილო მოსახლეობას ქალაქის მერის მოადგილემ, პარტია "ლელოს" წევრმა უპასუხა. თამარ ბელქანია ამტკიცებს, რომ, წალენჯიხელებისთვის ასაწყობი აუზის ჩუქებებით, ხაზარაძემ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

წალენჯიხელებისთვის ასაწყობი საცურაო აუზის შემოდგომაზე ჩუქება ღიმილისმომგვრელია მმართველი გუნდისთვის. პარალელურად, "ქართული ოცნებაში", "ლელოს" საჩუქარს წინასაარჩევნოდ მოსყიდვის მცდელობად აფასებენ.

თავად ხაზარაძემ და "ლელოს" ლიდერებმა წინასაარჩევნოდ შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე კომენტარი არ გააკეთეს. მათ ნაცვლად, მედიასთან დღეს პარტიის წევრებმა ისაუბრეს.

მამუკა ხაზარაძის მიერ წალენჯიხისთვის გადაცემული საჩუქარი ოპოზიციის ნაწილისთვისაც კომიკურია. "ნაციონალური მოძრაობაში" კი ასაწყობი საცურაო აუზის დადგმას მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირებენ.

მამუკა ხაზარაძის ქველმოქმედების არ სჯერა პარლამენტის თავმჯდომარეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, "ლელოს" ლიდერისგან ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ელოდება იმ 600 000 დოლარის ჩარიცხვას, რომელიც მას საერთაშორისო არბიტრაჟმა დააკისრა.

ასაწყობი საცურაო აუზი წალენჯიხაში ხაზარაძის კუთვნილ "არტ მეურნეობის" ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

 

დღის ამბები