23 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
არჩილ გორდულაძე მამუკა ხაზარაძეზე - გასაბერი აუზით ცდილობს წალენჯიხელების მოსყიდვას - საკითხავია, წყალს ოქტომბერში, ნოემბერსა თუ დეკემბერში ჩაუსხამს

"ქართული ოცნება" მამუკა ხაზარაძის მხრიდან წინასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე საუბრობს და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეს შესაბამის ანგარიშებში ასახონ. საუბარია წალენჯიხაში ასაწყობი საცურაო აუზის განთავსებაზე, რომელიც ქალაქში მამუკა ხაზარაძის ინიციატივით და დაფინანსებით დადგეს.

"გასაბერი აუზით ცდილობს წალენჯიხელების მოსყიდვას, რაც არ გამოუვა. საკითხავია, აუზში როდის ჩაასხამს წყალს - ოქტომბერში, ნოემბერსა თუ დეკემბერში“, - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

 

დღის ამბები