23 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე პირველი შეხვედრა ჩეხეთთან გამართა და დიდი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

თამაშს პრემიერ-მინისტრი, სპორტისა და კულტურის მინისტრი და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი იყო შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იყო შესაძლებელი.

 

დღის ამბები