საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს 2:0-ს უგებს - მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ მეორე გოლი 53-ე წუთზე გაიტანა. მანამდე, მატჩის პირველ ტაიმში 33-ე წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამნ 11 მეტრიანით გახსნა.
გიორგი ჩაკვეტაძის პასის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი თავად კვარაცხელიამ ზუსტად შეასრულა.
ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.