23 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ჩეხეთს 1:0 ამარცხებს

ევროპის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის. საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩის პირველ ტაიმში 33-ე წუთზე ანგარიში გახსნა. გიორგი ჩაკვეტაძის პასის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი თავად კვარაცხელიამ ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველო ჩეხეთს 1:0 ამარცხებს.

ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.

 

 

დღის ამბები