თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბენზინმზიდის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა დღეს ომალო-შენაქოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სატვირთო, კომპანია "სილქნეტს" ეკუთვნის და მას საწვავი გადაჰქონდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდა. მიღებული დაზიანებებით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.