რესპუბლიკის მოედანზე სამზადისი დასრულებულია, სადაც ფეხბურთის იმ გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-ჩეხეთის თამაშზე, მიხეილ მესხის სტადიონზე დასწრებას ვერ ახერხებენ, სპეციალურად მოწყობილი სივრცე ელით.
მოედანზე მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე გაიმართება. ადგილზე აქტივობები თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე დაიწყო.
ავტორი: ლუკა ჩანგელია