23 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
"გილოცავთ ჩემპიონობას და მსოფლიო რეკორდს" - პრემიერ-მინისტრმა გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი მიულოცა

ზარი პრემიერისგან და მილოცვა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონ გიგა ოჩხიკიძეს, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

"გილოცავთ! გილოცავთ ჩემპიონობას და მსოფლიო რეკორდს. ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ ოქრო ჩვენია. გაიხარეთ და წარმატებები ყოველთვის,"- უთხრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ მსოფლიო ჩემპიონსა და რეკორდსმენს მილოცვისას.

შეგახსენებთ, პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა პარასპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

დღის ამბები