23 ნოემბერი 2024,   16:09
ვრცლად
პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს "არავითარი ომი არ დაუწყია" - ტრამპს მხარდაჭრა კიდევ ერთმა დემოკრატმა, ყოფილმა დეპუტატმა ტულსი გაბარდმა გამოუცხადა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა ტულსი გაბარდმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადების გაკეთებისას გაბარდსმა აღნიშნა, რომ ტრამპს მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს "არავითარი ომი არ დაუწყია". 

"მხედველობაში მაქვს ის, რომ ვიცი რასაც ვამბობ, რომ ტრამპი იაზრებს სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც პრეზიდენტსა და მთავარსარდალს თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისათვის ეკისრება" - განაცხადა გაბარდმა

"განურევლად იმისა, ჯარისკავი ხარ, მფრინავი, საზღვაო ქვეითი თუ მეზღვაური, ის გულით გვატარებს თითოეულ ჩვენგანს გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჩვენ ეს დავინახეთ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, როდესაც მან არა მხოლოდ არ დაიწყო ახალი ომი, არამედ მიიღო ზომები დეესკალაციისა და ომების თავიდან ასაცილებლად.

მან გამოიჩინა ის გამბედაობა, რომელსაც ველით მთავარსარდლისგან, როცა დიპლომატიის ყოველგვარი მეთოდი ამოწურულია და აქვს გამბედაობა შეხვედროდა მოწინააღმდეგეებს, დიქტატორებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე და ომს უკანასკნელ საშუალებად განიხილავდა.

სიმართლე ის არის, რომ და ეს უნდა აღინიშნოს, რადგან ნოემბერში ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ, როგორც ერთიანი ქვეყანა, იმავეს ვერ ვიტყვით კამალა ჰარისზე.

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ადმინისტრაცია მრავალ ომს აწარმოებს მრავალ ფრონტზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ახლა უფრო ახლოს ვართ ბირთვული ომის ზღვარზე, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამო მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლს დაუბრუნდეს, სადაც იგი კვლავ მოგვემსახურება, როგორც ჩვენი მთავარსარდალი", - განაცხადა ტულსი გაბარდა ტრამპისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისას, 26 აგვისტოს, როცა შტატების ეროვნული გვარდიის ასოციაციაზე ის ტრამპმა წარადგინა.

დღის ამბები