23 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ეკლესიისთვის და ქვეყნისთვის ეს თანამშრომლობა და შეთანხმება იქნება უაღრესად საჭირო - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

"ქართული ოცნების" ინიციატივა, ეკლესიის როლის გაძლიერებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განხილვის თემაა. ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს, სახელისუფლებო გუნდის თქმით, სამოქციქულო ეკლესიის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.

ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მიღწეულ შეთანხმებას სასულიერო პირები მიესალმებიან.

"თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ რეალობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის, ეს საფრთხე არასდროს არ განელებულა. ეკლესიისთვის და ქვეყნისთვის ეს თანამშრომლობა და შეთანხმება იქნება უაღრესად საჭირო. ვიმედოვნებთ ჩვენ სახელმწიფოსთან კარგ თანამშრომლობას მომავალშიც, ახლაც გვაქვს ეს თანამშრომლობა და გვაქვს იმედი, რომ ის ჩანაწერი, შესწორება იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო", - აცხადებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

 

დღის ამბები