23 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ქართველი სპორტსმენების მორიგი წარმატება - ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები გიორგი გივიშვილმა და ნოდარ კობალაძემ მოიპოვეს

ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი გივიშვილმა ოქროს, ნოდარ კობალაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პერუში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა გიორგი გივიშვილმა (-66 კგ) იზეიმა, ტურნირი მესამე ადგილზე კი ნოდარ კობალაძემ (+90 კგ) დაასრულა.

გიორგი გივიშვილმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარჩიევს სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ნოდარ კობალაძემ ფრანგი ჟან პასკალ ბი გოლი და კოსტა დაამარცხა.

დღის ამბები