პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ოჩხიკიძემ ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოს პარიზში მიმდინარე პარაოლიმპიურ თამაზებზე 2 მედალი აქვს. ქვეყნის სახელით პირველი, ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.