29 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობისა და მარაგების გაზრდაში ჩაერთვება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობასა და მარაგების გაზრდაში ჩაერთვება.

მინისტრის თქმით, დეკემბერში საქართველოში 6 დანადგარი შემოვა.

"სამედიცინო ჟანგბადის მომარაგება ჩვენი სამედიცინო სექტორისათვის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერ მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების ხელშეწყობაში და  მარაგების შექმნის თვალსაზრისით. მოგახსენებთ, რომ შემოდგომაზე პანდემიის მეორე ტალღის დროს პრაქტიკულად სამჯერაა გაზრდილი სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება სამედიცინო დაწესებულების მიერ. კერძოდ, 80 ტონას დღეში აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც ჩვეულებრივ გვქონდა პანდემიის დაწყებამდე.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ არ შეიქმნას არანაირი დეფიციტი და მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ არანაირი პრობლემა სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით არ შეიქმნება.

თურქეთში შევიძინეთ 10 ახალი ჟანგბადის დიდი სიმძლავრის გენერატორი, თითო აწარმოებს დღეში ერთ ტონა ჟანგბადს, აქედან, 2 დანადგარი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. ახლა, დეკემბრის შუა რიცხვებში, 17 დეკემბერს ველოდებით, რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან, საიდანაც სამი დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და კიდევ სამი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დამონტაჟდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში," - აღნიშნა თურნავამ. 

დღის ამბები