გორში, ქართლის ქუჩაზე კანალიზაციამ სახლების სარდაფები დატბორა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პრობლემა უკვე დიდი ხანია მოუგვარებელია, რაც საფრთხეს უქმნის როგორ მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე მათ უსაფრთხოებას, რადგან წყალი შენობებს აზიანებს.
ადგილზე დღეს მაშველები მუშაობდნენ, მაგრამ პრობლემა მხოლოდ დროებით მოგვარდა. ქალაქის მერის განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა ჯერ მიზეზები უნდა შეისწავლონ.
ვიდრე გორის მერია ქართლის ქუჩის მაცხოვრებლების სარდაფების დატბორვის მიზეზს არკვევს, დაზიანებულ სახლებში ცხოვრება სახიფათო ხდება.