29 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები ან ის ნაბიჯები, რაც ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანს - ლევან თარხნიშვილი

ოპოზიციის წევრების განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, აუცილებელია ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს ან მოლაპარაკებების გზით იქნას მიღწეული გზა, რაც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.

ოპოზიციის თქმით, პარლამენტში მათი შესვლით კრიზისი არ განიმუხტება. 

"ჩვენ ვართ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც თან ერთვის ღრმა ეკონომიკური კრიზისი, სოციალური კრიზისი და ჯანდაცვის სისტემის კრიზისი. ჩვენი შესვლით პარლამენტში ეს კრიზისები არათუ არ განიმუხტება, არამედ გაღრმავდება და მივიღებთ უარესს შედეგს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები ან ის ნაბიჯები, რაც მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე არის გამოსავალი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა. 

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლება ახალი არჩევნების გზით შეიცვალოს.

 

დღის ამბები