29 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
უნდა დარეკოთ 1505-ზე, არავის არ აქვს უფლება პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა,რომ თუკი რომელიმე კლინიკა პაციენტს მიღებაზე უარს ეუბნება, მან უნდა დარეკოს 1505-ზე და დააფიქსიროს პრეტენზია.

მინისტრის თქმით, ზარზე დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება, რადგან არცერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ. 

"პაციენტს აქვს უფლება დარეკოს 1505-ზე, ეს ზარი იწერება და, შესაბამისად, მოხდება დროული რეაგირება, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად უზრუნველვყოფთ ყველა პაციენტის უსაფრთხოებას და მის განთავსებას საჭირო ლოკაციაზე. არავის არ აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები