29 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
შემცირდება თუ არა თბილისის ბიუჯეტი - კახა კალაძე დოკუმენტის პირველადი ვარიანტის კორექტირებაზე საუბრობს

თბილისის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი გასულ წელთან შედარებით 182 მილიონი ლარით ნაკლებია და 840 მილიონი ლარით განისაზღვრება, თუმცა, შესაძლოა, ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერით ის მილიარდამდეც გაიზარდოს.

დოკუმენტის მთლიანი მოცულობის ცვლილების გამო ყველა მიმართულებით თანხები შემცირებულია. მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით, გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით თანხამ 129 მილიონი ლარით დაიკლო.

ოპოზიციამ თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი მიუღებელია. ისინი არამიზნობრივ, ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობენ და თანხების საჭიროების მიხედვით გადანაწილებას ითხოვენ.

თბილისის მერი, კახა კალაძე, ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას აპირებს და აცხადებს, რომ საბოლოო ვარიანტი მნიშველოვნად განსხვავებული იქნება.

დოკუმენტის პირველად ვარიანტს საკრებულო თბილისის მერიას ხვალ გადაუგზავნის. ბიუჯეტის საბოლოო, შესწორებული ვერსია საკრებულოს უკან 10 დეკემბრამდე დაუბრუნდება. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 20 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.

დღის ამბები