სანკტ პეტერბურგში რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია დასრულდა. მამა, რომელსაც 6 შვილი მძევლად ჰყავდა აყვანილი და მათი მოკვლით იმუქრებოდა, დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, მეუღლესთან კონფლიქტი ყოფილიყო.
დამნაშავეს მოთხოვნები არ წამოუყენებია.