ბრაზილიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციის მონაწილეები რასიზმის წინააღმდეგ გამოდიან.
დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინა. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ერთ-ერთი სუპერმარკეტის დაცვის წევრების მიერ ნაცემი აფროამერიკელი კაცი გარდაიცვალა.
40 წლის კაცზე ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. სუპერმარკეტების ქსელმა კონტაქტი გაწყვიტა დაცვის კომპანიასთან და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 5 მილიონი დოლარის გამოყოფა დააფინანსა.