29 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
"საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება" - ISFED

ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ძირითადად, სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს: ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, ხმის რამდენჯერმე მიცემის და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტები.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდებიან.

დღის ამბები