29 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
თუ კენჭისყრაზე არ დადგება ოპოზიციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, ისინი რჩებიან პარლამენტარებად - ნინო ლაცაბიძე

ირაკლი კობახიძემ გუშინ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ ოპოზიციაზე არ არის დამოკიდებული გავა თუ არა პარლამენტიდან, ამისთვის საჭიროა პარლამენტის უმრავლესობის ნება.

პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ნინო ლაცაბიძე "დღის კურიერში" განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია ოპოზიციას საპარლამენტო პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.

ნინო ლაცაბიძის თქმით, როდესაც კენჭისყრაზე დადგება საკითხი ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით და უმრავლესობა ღილაკზე ხელის დაჭერით ამას დაეთანხმება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუჩერდებათ მათ უფლებამოსილება. ლაცაბიძის თქმითვე, სხვა შემთხვევაში, ისინი, რა თქმა უნდა პარლამენტში რჩებიან.

"ძალიან მარტივია, მარტივად რომ ავხსნათ კიდევ ერთხელ რას გულისხმობდა ბატონი ირაკლი. ეს არის მოცემულობა, როდესაც ვთქვათ კენჭისყრაზე დადგება საკითხი მათი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ამას უბრალოდ კენჭი უნდა ვუყაროთ და მივაჭიროთ ღილაკს ხელი, დავეთანხმოთ ამ ყველაფერს. თუ ეს არ მოხდება, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი რჩებიან პარლამენტში, მათ აქვთ მანდატი, აგრძელებენ მუშაობას, თუ მათი სურვილი იქნება იქნებიან უბრალოდ ბოიკოტის რეჟიმში, მათ ექნებათ ნებისმიერ დროს საშუალება, რომ დაუბრუნდნენ საპარლამენტო საქმიანობას," - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები