29 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ოპოზიცია 21 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციებს აუქმებს

როგორია ოპოზიციის გეგმა ხვალისთვის, როდესაც ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება - ამ საკითხზე დღეს ოპოზიციის ლიდერებმა "ლელოს" ოფისში იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ხვალინდელი პროცესის სრულ იგნორირებას მოახდენენ, რაც ნიშნავს იმას, რომ არ იგეგმება არანაირი პროტესტი. მათ შორის გაუქმებულია ცოცხალი ჯაჭვიც და წერტილოვანი პროტესტებიც:

"ერთადერთი სწორი მიდგომა ოპოზიციის ერთობისგან, ეს არის სრული იგნორი, ანუ ის, რაც ხვალ მოხდება, არის ფიქცია, ჩვენ არ გვინდა არანაირად შევიდეთ რაიმე ტიპის კოლიზიაში თვითონ ამომრჩეველთან, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები.

ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს მეორე ტური არის თავიდან ბოლომდე ფიქცია, იმისათვის რომ ივანიშვილმა "გაიპრავოს" 31-ში ჩადენილი ძალადობა და გაყალბება. ​ ამიტომ საზოგადოების ყველაზე სწორი რეაქცია, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრის არის იგნორი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ.

დღის ამბები