29 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ვგმობთ თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელზე - რიკ დაემსი სააკაშვილის განცხადებაზე

ევროპული საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრზე გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტმა, ტიკი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელზე. ღრმად ვწუხვართ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლების დაუსაბუთებელი თავდასხმების გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა.

"მიხეილ სააკაშვილი მისი განცხადებები ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას, რომელიც გაკეთდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერს შეუძლია არ დაეთანხმოს მის დასკვნებს , საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთიანი პოზიცია ეჭვქვეშ ვერ დადგება. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებისაგან," - აცხადებს დაემსი.

დღის ამბები