29 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
მომეწონა შემოთავაზება გაიმართოს დებატები "რუსთავი 2-ის" ეთერით - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მას მოეწონა უმრავლესობის შემოთავაზება გაიმართოს დებატები "რუსთავი 2-ის" ეთერით, ეს ფორმატი მისთვის  მისაღები და კარგი წინადადებაა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციას შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს. 

"მე თქვენი შემოთავაზება მომეწონა, პირდაპირი ეთერი ეს გამჭირვალე უნდა იყოს. ჩენ ხელისუფლებისგან იმდენჯერ ვართ იმედგაცრუებას მიჩვეული ფორმატზე ბევრს ვფიქრობთ და ვღელავთ, გამჭვირვალობა ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია.

ჩვენ ფორმატს ვარჩევთ არავის უარი თქვენთვის არ უთქვამს. საუბარია ეს იქნება თანაბარი უფლებებით თუ არა, აი რას მოგვიტანს ეს ყველაფერი,"- აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები