29 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
რთული ეპიდევითრება მსოფლიოში - ევროპის უმეტეს ქვეყნებში სრული ან ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსმა შეერთებულ შტატებში 250 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. საერთაშორისო პრესის ინფორმაციით, ეს რიცხვი პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რაოდენობას ორჯერ აღემატება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 36 შტატში ვირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. ადგილობრივი მთვარობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ნიუ-იორკის მასშტაბით საჯარო სკოლები დაიხურება. 

წითელი ზონების რაოდენობა იზრდება ევროპაშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ ევროპის კონტინენტზე დაფიქსირდა. იტალიაში სწრაფად იზრდება იმ ადგილების რიცხვი, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს. 

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა რუსეთში. სპეციალური საკარანტინო რეჟიმი დეკემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა აზერბაიჯანში. უკრაინაში კი ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 13 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 

შეზღუდვებს ამკაცრებს სამხრეთ კორეა რამდენიმე ქალაქში.ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა იაპონიაში, ქვეყენაში ვირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2 ათასს გასცდა. ჩინეთში კი განვლილ 24 საათში, ვირუსი მხოლოდ 12 ადამიანს დაუდასტურდა , ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

 

დღის ამბები