29 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ. ქვეყნებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საელჩოების გახსნა მიმდინარე წლის დასრულებამდეა დაგეგმილი.

ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დეკემბერში ოფიციალური ვიზიტით ბაჰრეინში ჩავა.

ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით 19 ოქტომბერს დაამყარეს.

დღის ამბები