დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა ჯო ბაიდენის გუნდთან თანამშრომლობა დაიწყო - ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, კონტაქტების დამყარება ბაიდენის გუნდს დაეხმარება ადმინისტრაციის გადაბარების შემდეგ თუ რა სახის პრობლემებთან მოუწევთ გამკლავება.
გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაც გამართა.
პარალელურად, დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა. მოქმედი პრეზიდენტი, ამ დრომდე არ აღიარებს ბაიდენის გამარჯვებას და შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს.
შეერთებულ შტატებში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.