29 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ბელგიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის 70%-ისთვის უფასო იქნება  

COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან ერთად რეგულაციები მკაცრდება მსოფლიოს ქვეყნებში. სამხრეთ კორეაში შეიზღუდება საზოგადოებრივ ადგილებში შეკრება, ასევე რელიგიურ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება. რეგულაციები გამკაცრდება კლუბებსა და ბარებშიც.

საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში დაშვებული რაოდენობა 50-დან 8-მდე შეამცირა შვედეთის მთავრობამ. დამატებითი შეზღუდვები დაწესდა ამერიკის ზოგიერთ შტატშიც. პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში აიკრძალა ნებისმიერი ტიპის დახურულ სივრცეში შეკრება, გარდა ერთად მცხოვრები პირებისა.

გასულ დღე-ღამეში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში. სახელმწიფოების ნაწილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ბელგიის მთავრობის განცხადებით, მოსახლეობის 70%-ისთვის ვაქცინა უფასო იქნება.

დღის ამბები