29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ანალიტიკოსების აზრით, უკომპრომისო განცხადებების მიუხედავად, ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების რესურსი ჯერ კვლავ აქვთ

პოლიტიკურად აქტიური ახალი კვირის დაწყებამდე ანალიტიკოსები ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე ალაპარაკდნენ. მათი ნაწილის აზრით, უკომპრომისო განცხადებების მიუხედავად, ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების რესურსი ჯერ კვლავ აქვს.

"რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებლის პაატა გაფრინდაშვილის აზრით, შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად მნიშვნელოვანი იქნება ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა კონსესუსს მიაღწიოს.

გამონახავს თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურამდე საერთო ენას, ჯერჯერობით უცნობი რჩება. დასავლელი ფასილიტატორების ეგიდით გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდის მიუხედავად, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს და ისევ აქციებს აანონსებს.

დღის ამბები