COVID-19-ის ვაქცინის გამომგონებელი აცხადებს, რომ 2021 წლის ზაფხულისთვის მისი შექმნილი ვაქცინა შემთხვევების 50 %-ს შეამცირებს. უღურ შაჰინის მტკიცებით, ვაქცინას აქვს უნარი შეაფერხოს მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, ასევე მეცნიერი აღნიშნავს, რომ ვაქცინა COVID-19-ს შეუზღუდავს მარტივად გავრცელების უნარს და მისი სიმპტომები გამოხატული იქნება შედარებით მსუბუქი ფორმით.
რა იქნება ზაფხულამდე - ეს ამ დროისთვის ყველაზე აქტუალური კითხვაა. ჯანდაცვის სფეროს მსოფლიო ექსპერტები წინ მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს, სახელმწიფოები კი მოქალაქეებს აუცილებელი საჭიროების გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი