29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებების გამო სამართალდამცავებმა 20 ადამიანი დააკავეს

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორის ულტრამემარჯვენე ჯგუფების წევრებიც იყვნენ.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამჟამად არსებულ შედეგებს არ აღიარებენ. პარალელურად აქცია გამართეს ტრამპის მოწინააღმდეგეებმაც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციების წევრებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. სამართალდამცავებმა 20 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები