29 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ნიგერიაში ყვითელი ცხელებით 76 ადამიანი გარდაიცვალა

76 ადამიანი გარდაიცვალა ნიგერიაში ყვითელი ცხელებით, შემთხვევების რაოდენობა კი 220-ს აღემატება. ვირუსი ბოლო 11 დღის განმავლობაში სამ შტატში დაფიქსირდა. ხელისუფლება სხვა რაიონებში გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო ზომების მიღებაზე მსჯელობს.

ყვითელი ცხელება მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც კოღოს კბენის შედეგად ვრცელდება, მკურნალობის გარეშე კი ლეტალობის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს.  

დღის ამბები