29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
გაყალბების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, თარხნიშვილი აჯობებდა თუ გოგორიშვილი, არავინ არ იცის - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ცესკოში საჩივრების განხილვის დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით  მბობს, რომ ლევან თარხნიშვილმა და ხათუნა გოგორიშვილმა გაყალბების მექანიზმები უკეთ იციან. 

"გასაჩივრების ვადები 19-ში მთავრდება, ამასთან დაკავშირებით არის სასამართლო, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სერიოზული პოლიტიკური ფორმატია შექმილი მოლაპარაკებების. როგორ გგონიათ, რომ დღეს თუ შეაჯამებს და ვადებს დაიცავს ცესკო, ამით დამთავრდება ყველაფერი, წერტილი დაესმება და კრება დარჩება მხიარული? არის სასამართლო, სასამართლოს გადაწყვეტილებები... 

თან ვინ აპროტესტებს შეხედეთ რა, გაყალბების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, თარხნიშვილი აჯობებდა თუ გოგორიშვილი, არავინ არ იცის. ყოველ შემთხვევაში, პირველ-მეორე ადგილზე ესენი გავიდნენ. ესენი გაყალბებაზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად შეიძლება ისაუბრონ, იმიტომ რომ ამათმა უკეთ იციან მექანიზმები, როგორ ყალბდება, მაგრამ როცა დაუდეს წინ ციფრები, მათ შორის, საერთაშორისო უფლებამოსილმა სტრუქტურებმა, მიხვდნენ რომ არაფერი ხელში არ უჭირავთ. ამიტომ, უნდა ატეხონ აყალ-მაყალი,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

კითხვაზე - ცესკოში განვითარებული მოვლენები იქონიებს თუ არა ნეგატიურ გავლენას მოლაპარაკებებზე, ვოლსკი ამბობს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

"ვითარება როდესაც იძაბება და გადაძაბვა მიდის ისეთი სახით, როგორიც დღეს გოგორიშვილ-თარხნიშვილებმა ჩაატარეს, ეს რასაკვირველია, ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, რომ მოლაპარაკების დროს გადარეული მხარის პოზიციები იყოს მეტად გათვალისწინებული და ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინონ ჩართულ ადამიანებზე,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

დღის ამბები