ფრანგულმა სამხედრო ძალებმა ალ-ქაიდას ჩრდილოეთ-აფრიკული ფრთის ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს - ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.
დაჯგუფების ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტერორიზმის შავ სიაში იყო შეყვანილი, რომელიც სპეციალური ოპერაციის დროს სახმელეთო ჯარისა და ვერტმფრენების დახმარებით გაანეიტრალეს.
ფლორანს პარლის თქმით, ალ-ქაიდას ლიდერი საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. მისი ლიკვიდაცია კი ტერორიზმთან ბრძოლაში დიდი წარმატებად შეაფასა.