29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი კიდევ 2 კვირით გახანგძლივდა

იტალიაში, ბოლო 24 საათში, აპრილის შემდეგ COVID 19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ყოველი მეოთხე გარდაცვალება კორონავირუსითაა გამოწვეული. მონაცემების მატების გამო საფრანგეთში დაწესებული კარანტინი კიდევ 2 კვირით გახანგრძლივდა.

შეზღუდვები გამკაცრდა პორტუგალიაშიც, სადაც კომენდანტის საათი დამატებით 77 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა.

ინფიცირების რეკორდული შემთხვევები დადასტურდა დიდ ბრიტანეთში.

რთული ეპიდვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. კალიფორნია რიგით მეორე შტატია, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მილიონს გადაცდა. მონაცემები მზარდია საბერძნეთში, ხორვატიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

დღის ამბები