29 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
"სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ის არ არის მტკიცებულებებზე დამყარებული"-DRI აქტივისტების დაკავების საქმეზე

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" 9 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას არაკანონიერს უწოდებს. მათი შეფასებით, საპატრულო პოლიციის მიერ სასამართლოზე წარდგენილ ვიდეო მასალაში მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი იყო ასახული, რომელიც აქტივისტების დაკავებას შეიცავდა და არა იმას, თუ რა მოხდა მანამდე.

კიდევ ერთ დარღვევად ორგანიზაცია სასამართლოს მხრიდან გიორგი მჟავანაძის განცხადების უყურადღებოდ დატოვებასაც აფასებს, რომლის მიხედვით, მის მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

"ვფიქრობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ის არ არის მტკიცებულებებზე დამყარებული. მოსამართლემ გაიზიარა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორების არათანმიმდევრული ჩვენება, რომელიც არ შეესაბამებოდა მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გიორგი მჟავანაძემ სასამართლო პროცესზე პირდაპირ განაცხადა, რომ ის პოლიციელების მხრიდან გახდა არაპროპორციული ძალის გამოყენების მსხვერპლი, მას სცემეს. მოსამართლე თამარ მეშველიანმა არ მიაქცია დაკავებულის განმარტებას და თქვა, რომ ამას დავის საგანთან შემხებლობა არ ჰქონდა,"-განაცხადა ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ თამარ ხიდაშელმა. 

დღის ამბები