29 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
თუ გონს მოეგო "ოცნება" და გონივრულ ნაბიჯებზე წამოვიდა, ისინიც ამოისუნთქავენ, ჩვენც და ქვეყანაც - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს მიიღებს, ორივე მხარეს შორის კონსენსუსი შედგება.

ალეკო ელისაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საუბარი კარგია და ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო. მისივე განმარტებით, თუ ხელისუფლება გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს მმართველი გუნდიც, ოპოზიციაც და ქვეყანაც ამოისუნთქავს.

"იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს ჩვენს მოთხოვნებს ხელისუფლება, "ქართული ოცნება" და მაშინ კონსენსუსიც იქნება და ყველაფერი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მოდით პოზიტიურად შევხედოთ ამ ამბავს. ის, რომ ერთმანეთთან დავსხედით და ვილაპარაკეთ - კარგია იმიტომ, რომ ნებისმიერი ჩხუბი, კონფლიქტი აუცილებლად მოლაპარაკებით მთავრდება და ეს კარგი იყო. აქამდე რომ ყოფილიყო ეს უკეთესი იქნებოდა.

შეიძლება ჩაიშალოს და მარტო ქუჩაში დემონსტრაციები დარჩეს ჩვენს იარაღად, შეიძლება, თუ გონს მოეგო "ქართული ოცნება" და გონივრულ ნაბიჯებზე წამოვიდა - ისინიც ამოისუნთქავენ, ჩვენც, ჩვენი ქვეყანაც.

დიპლომატები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც წყვეტენ, რომლებსაც აქვთ რეაქცია ეს მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი. მათი როლი და ფუნქცია არის უბრალოდ ის, რომ მათ გამოყვეს სივრცე, დრო და მათ დააორგანიზეს, ჩვენც გველაპარაკებოდნენ ცალკე, ხელისუფლებასაც, მათ ეს უბრალოდ დააორგანიზეს.

ხელისუფლებამ მოისმინა, ჩვენი არგუმენტებიც მოისმინა, ჩვენ გაცილებით მეტნი ვიყავით. ჩვენ დავასაბუთეთ რატომაც უნდა იყოს. ორი რაღაცისგან შედგებოდა ჩვენი საუბარი; ერთი, რომ ჩვენც და თალაკვაძემაც წარმოვადგინეთ, ჩვენ ვამტკიცებდით და არგუმენტებიც მოვიყვანეთ ფაქტები, რომ არჩევნები გაყალბდა და მასშტაბურად, თალაკვაძემ თქვა, რომ არ გაყალბებულა და ამის არგუმენტების მოყვანას ცდილობდა.

ნურავის ნუ აქვს შთაბეჭდილება, რომ ფასილიტატორები ქულებს გვიწერდნენ. შესავალი გააკეთეს და დასასრული იყო მათგან. დასასრული იყო, რომ კარგი იქნებოდა რაც შეიძლება მალე შეეჯერებინათ "ქართულ ოცნებას" პოზიცია და რაც შეიძლება მალე შევხვედროდით, ეს იყო დასასრული. ჯერ ჩვენი არგუმენტები იყო ჩვენი პოზიციების გასამყარებლად და ყველაზე მეტი დრო დაეთმო გამოსავალს, რომ გამოსავალს როგორ ვხედავთ ჩვენ, ჩვენ ვუთხარით რა იქნებოდა პოლიტიკური გამოსავალი და გამოსავალი თქვა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენთვის არ არის გამოსავალი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები