29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა პოზიციები - გიორგი ვაშაძე

მოთხოვნები ძალაში რჩება, თუმცა დიალოგი გაგრძელდება - ასეთი პოზიცია დააფიქსირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო:

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დიპლომატების პირადი მოწვევით ვიყავით ამ შეხვედრაზე, ორივე მხარემ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. ამ ეტაპისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს იმიტომ, რომ არის გაყალბებული შედეგები, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი რაზეც შევთანხმდით, აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა. არ ვიცით, კონკრეტულად როდის, მაგრამ ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები