29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტში შევა - თაკო ჩარკვიანი

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი პარლამენტში შესვლას აპირებს. 

მისივე შეფასებით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, შესაძლოა, გამოეთიშოს საერთო ბოიკოტს და ზეპარტიული გადაწყვეტილებით შევიდეს პარლამენტში. 

"ჩვენ, უპირობოდ დავდეთ ის მანდატები, იმიტომ კი არა, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს, იმიტომ, რომ რაღაცას დავემსგავსოთ. რა უნდა იმ მანდატის ჯიბეში ჩადებას და გარიგებას, მაგრამ 30 წელიწადია გამოაცხადებენ ზეპარტიულ მდგომარეობას, ისევე, როგორც მომიტევოს ბატონმა დავით უსუფაშვილმა, მაგრამ ჩვენ 30 წელიწადია ამას ვხედავთ. ზეპარტიულობის ნიშნით შევლენ ახლა თითო-თითოდ, გამოცხადდებიან.

მე ვიგულისხმე, მაგალითად, დავით უსუფაშვილი. გუშინ მოვუსმინე, ძალიან უკმაყოფილო იყო, ეს არის შეცდომაო. დიახ, ეს არ არის კარგი, მაგრამ უარესია, როდესაც თანხმდები სახელმწიფოს მიტაცების თემას. მე გუშინ დამრჩა შთაბეჭდილება, ვეყრდნობი მხოლოდ მის გამონათქვამს, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტში შევა. "ლელოს" სხვა პოზიცია აქვს, მაგრამ მან თქვა, რომ ეს არის შეცდომა, ისე თქვა, რომ დამნაშავეები ვართ ვინც შევა და ვინც არ შევაო. ჯერჯერობით, ასეთი შთაბეჭდილება მხოლოდ დავით უსუფაშვილზე დამრჩა. მაქვს უფლება, რომ დავიმოწმო "გირჩი", რომელმაც იქვე თქვა, რომ ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვით, მაგრამ აქვე მთავრდება ეს, ჩვენ არ შევუქმნით დისონანსს ოპოზიციასო და ძალიან გამიხარდა,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები