29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე ჩემი მეგობარია, მაგრამ ვამბობ, რომ არ ვამართლებ - თაკო ჩარკვიანი

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ენმ-ს თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ეხმაურება.

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე მისი მეგობარია, თუმცა არ ეთანხმება.

ჩარკვიანი აცხადებს, რომ გადამეტებულად ფრთხილი, დიპლომატიური განცხადებები მწვავე პოლიტიკას არ უხდება.

"მე როგორც წერია ისე გავიგე, ცხადია არ მომეწონა ერთმნიშვნელოვნად, არავითარი უხერხულობა ამაში არ არის, რომ ვთქვა, არ მომეწონა, იმიტომ რომ არ ვეთანხმები. ახლა რაშია საქმე, ბატონი გრიგოლი არის კარგი პროფესიონალი, დიპლომატი და სხვათაშორის ბევრისგან მსმენია, რომ დიპლომატებს ხშირად ახასიათებთ გამწვავებულ სიტუაციაში ოდნავ გადამეტებული სიფრთხილე. არის ეს მათი პროფესიონალური რამ, ხდება ასეთი რაღაც, კარგია, ცუდია - მე ამას არ ვაფასებ. ხშირად პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მაინცდამაინც კარგი არ არისო, ჩვენ არ გვიყვარსო. უფრო რისკიანები არიან ისინი. მე ვფიქრობ გრიგოლს დაემართა ჩიხიდან გამოსავლის ფიქრის გამო ამ გადასახედიდან შეცდომა, თუმცა დიპლომატები იტყვიან, რომ არ იყო ეს შეცდომა. ჩემი გადასახედიდან ნებისმიერი პოლიტიკოსი გეტყვით თქვენ რომ ეს შეცდომა იყო. ხშირად ბევრ დიპლომატს მოსვლია ასეთი რამ... თქვენ არ გეგონით რომ მე აქ ვინმეს ვამართლებ, პირდაპირ ვამბობ ეთერში, ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მას არ ვეთანხმები. გადამეტებით ფრთხილი განცხადებები მწვავე პოლიტიკას არ უხდება, ჩვენ არ ვართ დაწყობილ-დალაგებული იმ ტიპის ქვეყანა,  თორემ ჩვენ ძალიან გვინდა და მე პირადად არ მიყვარს ძალიან ჩიხში შესვლა და ამხელა პასუხისმგებლობის აღება.

მეგობრობა ერთია და იყო სხვა პარტიის ბლოკის წარმომადგენელი ეს სხვაა. მე მათ პარტიის სამზარეულოში არასდროს არ ვერევი და ვერაფრით ვერ მეტყოდა," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას. 

 

დღის ამბები