ინდოეთის დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს გადასცდა, სადღესასწაულო ფოიერვერკების გაშვება აიკრძალა.
ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაბინძურებულმა გარემომ, დიდქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთს, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით, მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.