29 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
აშშ-ის სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, გამოიჩინონ სიფრთხილე დემონსტრაციის სიახლოვეს აღმოჩენის შემთხვევაში - აშშ-ის საელჩო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო საქართველოში ამერიკის საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, თავი აარიდონ ნებისმიერ ტერიტორიას, სადაც პოლიცია ფართოდ არის წარმოდგენილი.

"დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოდან 5 წუთის სავალ გზაზე, აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარეობს. პოლიცია იყენებს არეულობის წინააღმდეგ კონტროლის ზომებს აქციის დიდი რაოდენობით მონაწილეების მიმართ. ცალკეული, მოულოდნელი აქციები ან პროტესტი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საპასუხოდაა მიმართული, შესაძლოა, გაგრძელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, თავი აარიდონ ამ და ნებისმიერ ტერიტორიას, სადაც პოლიცია ფართოდ არის წარმოდგენილი, რაც, ასევე არის ინდიკატორი მასშტაბური შეკრების, ძალადობის პოტენციალით, და გამოიჩინონ სიფრთხილე ნებისმიერი დემონსტრაციის სიახლოვეს აღმოჩენის შემთხვევაში. მათ კი ვინც სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა დაწესებულებაში იმყოფებიან საპროტესტო აქციის სიახლოვეს, დარჩნენ შენობაში, ვიდრე ხალხი არ გაიფანტება,"-ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო, ასევე, მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე ტურისტულ ადგილებში მოხვედრისას და მზად იქონიონ სამოგზაურო დოკუმენტაცია.

დღის ამბები