29 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ოპოზიციამ აჭარის მთავრობის სახლთან კარავი გაშალა

ოპოზიციამ აჭარის მთავრობის სახლთან კარავი გაშალა. თბილისის პარალელურად, აქცია უკვე 6 საათია მიმდინარეობს ბათუმშიც. მოთხოვნები იგივეა, გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

ადგილზე, სავარაუდოდ, დამატებით 2 კარვის გაშლა იგეგმება. ამ წუთებში აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ლითონის კასრები მოიტანეს და კოცონი დაანთეს. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ დაშლას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

დღის ამბები